კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წელს შეიქმნა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური, რომლის მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში მხარდაჭერა .

აწსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ფუნქციონირებს საკონსულტაციო სერვისი, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს რეზიუმე(CV) ; სამოტივაციო წერილის და გასაუბრებისათვის მოსამზადებელ კონსულტაციებს.

კონსულტაცია დაგეხმარება:

· აღმოაჩინო შესაძლებლობები საკუთარ თავში;

· მიიღო საჭირო ინფორმაცია შენი კარიერული განვითარებისთვის;

· შეადგინო პირადი კარიერული განვითარების გეგმა;

· დაძლიო სამსახურთან დაკავშირებული სტრესული სიტუაციები;

· იპოვო სასურველი სამსახური

· განსაზღვრო წარმატებისთვის საჭირო ნაბიჯები შენ მიერ უკვე არჩეულ სპეციალობაში;

· გახდე ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული სპეციალისტი.

ინდივიდუალური კონსულტაციები: ორშაბათი 11:00-14:00, პარასკევი -11:00-14:00

ჯგუფური კონსულტაცია -პარასკევი -15.00–17.00

კონსულტაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური: XXII კორპუსი I სართული „აწსუ-ს ბიბლიოთეკა“ . ტ. ტაბიძის 18. ოთახი #22-104 (მთავარი ოფისი)

კარიერული მიმართულების სპეციალისტი: ანა ტყეშელაშვილი +995 557 500 707 ana.tkheshelashvili@atsu.edu.ge

Info.students@atsu.edu.ge