აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს:

· აწსუ-ს სტუდენტებს დასაქმებასა და სტაჟირებას სთავაზობს 100-მდე პარტნიორი ორგანიზაცია.

· აწსუ ჩართულია სტუდენტური სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას საჯარო სამსახურში.

· სტუდენტებს ასევე შეუძლიათ, გაიარონ სტაჟირება ან/და დასაქმდნენ უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში .

· შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ფაკულტეტებსა და ადმინისტრაციულ სამსახურებში სტუდენტების სტაჟირებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სტაჟირებას აწსუ-ს სხვადასხვა სამსახურში და სტაჟირების დასრულების შემდეგ ხშირად ამავე სამსახურში საქმდებიან პროფილის შესაბამისად.

· სისტემატიურად იმართება სტუდენტების შეხვედრა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წაემომადგენლებთან,რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ხვდება შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს და წარუდგენს სხვადასხვა, მათზე მორგებულ ვაკანსიებს. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის კადრების შერჩევა ხდება ადგილზე.

· სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი დასაქმების ფორუმის შესახებ ინფორმაციას იღებენ საუნივერსიტეტო ელფოსტის, ვებგვერდის, სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების და ოფიციალური ჯგუფების მეშვეობით და მონაწილეობას ღებულობენ დასაქმების ფორუმებში, (მაგალითად, “დასაქმების სააგენტო ეიჩარი”-ის დასაქმების ფორუმი, ონლაინ დასაქმების ფორუმი, განათლების საერთაშორისო გამოფენა, ტრენინგები დასაქმების ხელოვნებაზე და სხვა)

· სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ვაკანსიების მოძიება/გაზიარება ხდება სისტემატიურად. სტუდენტური ვაკანსიების მოძიება გულისხმობს დამსაქმებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე სტუდენტებისთვის ნახევარგანაკვეთიანი ან სალექციო გრაფიკზე მორგებული სამუშაო პირობების შეთავაზებას, რაც ხელს შეუწყობს სწავლის პარალელურად მუშაობის შესაძლებლობას. კურსდამთავრებულებს კი მათი სპეციალობის შესაბამისი ეგზავნებათ.

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, დარეგისტრირდნენ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში (ელექტრონულად ან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის

ოფისში) და შედეგად მიიღონ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მათ უნარებსა და ინტერესებს.

მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან – სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა

აწსუ-ს სტუდენტების დასაქმების მიზნით სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური მუდმივად იღებს შემოთავაზებებს სხვადასხვა კომპანიისგან, რომელთა რეგისტრაციაც, შესაბამისი ვაკანსების არსებობის შემთხვევაში, პარალელურად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დამსაქმებელთა რეგისტრაცია ყოველწლიურად მიმდინარეობს დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიზნით. აღნიშნულ დამსაქმებლებთან ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ, ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და ფაკულტეტთან თანამშრომლობით ვცდილობთ, მათ მიერ გამოგზავნილი ვაკანსიები მივაწოდოთ სტუდენტებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

თუ გსურთ აწსუ-ს კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის ვაკანსიების შეთავაზება, შეგიძლიათ ვაკანსიის აღწერა გაგზავნოთ ელფოსტაზე: info.students@atsu.edu.ge