ინსტრუქცია- გასაუბრებისათვის მოსამზადებელი

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის ანუ პირველ შთაბეჭდილებას ორჯერ ვერ მოახდენ

ინტერვიუ ორმხრივი კომუნიკაციის პროცესია, რომლის დროსაც ჩვენ და ჩვენი მომავალი მენეჯერი როგორც თანასწორები, თანაბარ პირობებში ვსაუბრობთ . ინტერვიუერმა გასაუბრების დამთავრებამდე იცის, შესაფერისი კანდიდატი ხართ თუ არა კონკრეტული პოზიციისთვის.

თუ თქვენ გასაუბრებაზე არ დაიგვიანებთ, იცოდეთ, რომ თქვენი წარმატებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგით.

შესაფერისი ჩაცმულობა


პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მხოლოდ 30 წამია საკმარისი, რომლის განმავლობაშიც თავდაპირველად ყურადღებას სწორედ გარეგნობა იქცევს. დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს კომპანიების Dress Code-ის შესახებ ინფორმაციის მოძიება. საერთო ჯამში თქვენი გარეგნული მხარე უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და გემოვნებიანი.

გაეცანით კომპანიას

მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კომპანიისა და მისი კონკურენტების შესახებ, რადგან ამ ინფორმაციამ შესაძლოა იდეალური პასუხისკენ გიბიძგოთ.


მოგვიყევით თქვენ შესახებ

გულს ნუ გადაუშლით ინტერვიუერს. ამ შეკითხვის დასმით მას ყველაზე მეტად აინტერესებს ისეთი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს იმ უნარებს, რის გამოც ყველაზე მეტად ერგებით გამოცხადებულ ვაკანსიას. აუცილებელია, რომ რამდენიმე წინადადებით შეაფასოთ თქვენი განვლილი კარიერა. რეკრუტერისთვის ასევე საინტერესო მოსასმენია, როგორ მსჯელობს კანდიდატი საკუთარ თავზე.

რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან

ყოფილი დამსაქმებლის უარყოფითად მოხსენიება არაეთიკურია და აპლიკანტის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ამ კითხვით ინტერვიუერი გამოავლენს იმ ფაქტორებს, თუ რა შეიძლება გახდეს მომავალში დემოტივაციისა და სამსახურის დატოვების მიზეზი.


თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები

ინტერვიუერები ამ კითხვას კანდიდატის თვითშეფასების შესამოწმებლად სვამენ. თითოეულ ძლიერ მხარეზე გაიხსენეთ სიტუაციები, რომელშიც ეს თვისებები გამოავლინეთ. დაფიქრდით თქვენ სუსტ მხარეებზე, რომლებიც მაინცდამაინც არ ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ ვაკანსიას, და აჩვენეთ ინტერვიუერს, რომ გაქვთ მათი გადალახვის სტრატეგია. იმედია, იმას არ ფიქრობთ, რომ სუსტი მხარეები არ გაგაჩნიათ.

სად ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ რეკრუტერების საყვარელი კითხვა


მაინცდამაინც ამ კითხვისას ნუ მოინდომებთ თავმდაბლობას, მაგრამ ნურც ზედმეტ ქედმაღლობას გამოიჩენთ. თუ ფანტაზიის უნარს ცოტათი მოუხმობთ, ხუთი წლის შემდეგ იმავე თანამდებობაზე თქვენს თავს ვერ დაინახავთ.

ყველაზე მეტად რა მოგწონთ კონკრეტულ სამუშაოში

არასოდეს უპასუხოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხელფასი, ბონუსები, ბიზნეს-ლანჩი, ანაზღაურებადი შვებულება ან სხვა მატერიალური ფასეულობები. გახსოვდეთ, რომ თქვენთვის პირველ ადგილზე სამუშაო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა უნდა იყოს.

რა არის თქვენი მოტივაცია?


ამ კითხვაზე არ არსებობს ცუდი ან კარგი პასუხი. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია – გულწრფელობა, ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა.

ხშირ შემთხვევაში გაქვთ საშუალება თქვენც დაუსვათ კითხვები გამსაუბრებლებს.

  • მოამზადეთ ორი ან სამი კითხვა, რისი დასმაც გსურთ გასაუბრების ბოლოს. მაგ: თუ გავივლი გასაუბრებას წარმატებით, როდის შევძლებ მუშაობის დაწყებას?
  • შეეცადე თავი შეიკავოთ ანაზღაურების საკითხზე კითხვის დასმისგან. ამაზე მოლაპარაკებას შეძლებ უკვე შემდეგ ეტაპზე, თუ წარმატებით გადალახავთ გასაუბრებას.
  • ნუ შეეკითხებით როგორ ჩაიარა თქვენმა გასაუბრებამ. არ დაელოდოთ ინტერვიუს უკუკავშირს მაშინვე. 

გასაუბრების დასასრულს 

  • როგორც არ უნდა ჩაიაროს გასაუბრებათ, იყავი პოზიტიური ამ ეტაპზეცეს არის ბოლო რამ, რასაც იმახსოვრებს ინტერვიუერი გასაუბრებისას.
  • მადლობა გადაუხადე მათ დათმობილი დროისთვის. „მადლობა, რომ მომიწვიეთ ინტერვიუზე. ეს ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილება იყო“. 

გასაუბრების შემდეგ 

  • თუ ვერ მიიღებ სამსახურს, არ დანებდეთ.

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იმედს ნუ დაკარგავთ. შეიძლება სამომავლოდ უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეს იგივე კომპანიაში. 

  • უთხარით მათ, რომ სასიამოვნო იყო მათთან გასაუბრება.

თხოვეთ, რომ კვლავ დაგიკავშირდნენ თუ რაიმე მიმდინარე ვაკანსია ექნებათ კომპანიაში.