სამოტივაციო წერილის შედგენის ინსტრუქცია

სამოტივაციო წერილი არის დოკუმენტი, რომელიც ერთვის რეზიუმეს (CV-ს) და რომელშიც აღწერილია თუ რატომ დაინტერესდით კონკრეტული ვაკანსიით/ორგანიზაციით და რა გამოგარჩევთ (ცოდნა, გამოცდილება, სპეციალური უნარები) პოზიციის დაკავების სხვა მსურველებისაგან.

სამოტივაციო წერილი რამდენიმე, ურთიერთდაკავშირებული ნაწილისაგან შედგება. ეს ნაწილებია:

მიმართვა

თუკი თვენთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა ვინც წაიკითავს თქვენს სამოტივაციო წერილს, ყოველთვის ჯობია მიმართვაში მისი სახელის ხსენება (მაგ. პატივცემულო ბატონო გიორგი). იმ შემთხვევაში კი, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი მიმართვას შესაძლოა ზოგადი ხასიათი მიანიჭოთ (მაგ. პატივცემულო ქალბატონო/ბატონო).

ტექსტის ძირითადი ნაწილი

სამოტივაციო წერილის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრადიციულად სამი კონპონენტისგან შედგება და თითოეული კომპონენტი კონკრეტული ინფორმაციის შემცველი და მაუწყებელი უნდა იყოს. ამ კომპონენტებით პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

ü კონკრეტულად რომელი თანამდებობით/პოზიციით ხართ დაინტერესებული.

ü რით არის გამოწვეული თქვენი ინტერესი ორგანიზაციის/პოზიციის მიმართ.

ü რატომ თვლით, რომ ხართ ადეკვატური/საუკეთესო კანდიდატურა ამ ვაკანსიისათვის.

სამოტივაციო წერილის დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელშიც მოკლედ უნდა შეჯამდეს მთელი ტექსტი და კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, იმას, თუ რატომ ხართ საუკეთესო/ადეკვატური კანდიდატურა კონკრეტული პოზიციისათვის.

აქვე, როგორც წესი, დამსაქმებელს მადლობას უხდიან სამოტივაციო წერილის გაცნობისთვის დახარჯული დროისთვის და მოკლედ ახსენებენ თუ რა ფორმით არის შესაძლებელი დამატებითი ინფორმაციის მოძიება (უთითებენ რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციას, გამოთქვავენ შეხვედრის სურვილს და ა.შ).

დახურვის ნაწილი უნდა დასრულდეს ჩვეულებრივი საქმიანი წერილისთვის დამახასიათებელი ფორმალური დამშვიდობებით .

შეეცადეთ არ დაწეროთ სამოტივაციო წერილში ის, რაც CV-ში ისედაც გიწერიათ. წარმოაჩინეთ თქვენი თავი საინტერესოდ და ამით დამატებითი ღირებულება შესძინეთ წერილს. მიუხედავად ამისა, ნუ ახსენებთ ისეთ ტრენინგს ან სამსახურს, რაც არ შეესაბამება რეზიუმეში გადმოცემულ ინფორმაციას. სამოტივაციო წერილი და CV ორი ისეთი დოკუმენტია, რომელიც უნდა ავსებდეს და ემთხვევოდეს ერთმანეთს.

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს მითითებული მხოლოდ რელევანტური ინფორმაცია. გახსოვდეთ, რომ დამსაქმებელი მინიმუმ რამდენიმე სამოტივაციო წერილს კითხულობს

კონკრეტული ვაკანსიისათვის და თითოეულ მათგანში იგი ეძებს ინფორმაციას, რომელიც მის კონკრეტულ პოზიციას და საჭიროებებს ეხმიანება .

პოზიტიური შთაბეჭდილების ჩამოსაყალობებლად, სამოტივაციო წერილში ისაუბრეთ მხოლოდ იმ პროფესიულ თვისებებზე და უნარებზე, რომლებიც უკავშირდება კონკრეტულ თანამდებობას.

საკუთარი ძლიერი მხარეების ჩამოთვლა არ შეჰმატებს თქვენს სამოტივაციო წერილს არაფერს, თუკი დამსაქმებელმა ვერ დაინახა კავშირი მათ და საკუთარი ორგანიზაციის მიზნებს შორის.

წერისას უნდა გამოიყენოთ მარტივი, საქმიანი სტილი. სამოტივაციო წერილი არის ფორმალური დოკუმენტი, შესაბამისად ყველა ის ნორმა, რომელიც ფორმალური მიმოწერისას არის მიღებული, უნდა იყოს გათვალისწინებული სამოტივაციო წერილზე მუშაობის დროსაც. წერეთ მოკლედ. ეცადეთ დაატიოთ ძირითადი იდეები 250 – 300 სიტყვაში (ერთი A4 ფორმატის გვერდი).

ნუ გადააგზავნით სამოტივაციო წერილს გადაუკითხავად, ტექნიკური, სტილისტური თუ სხვა სახის შეცდომების არსებობას შეუძლია დაამახინჯოს დამსაქმებლის პირველადი შთაბეჭდილება თქვენს შესახებ და წამგებიან ჭრილში გამოგაჩინოთ პოზიციის დაკავების სხვა მსურველებთან.

იცით HR მენეჯერის სახელი? მაშინ გამოიყენეთ ეს ცოდნა და წერილში პირდაპირ მას მიმართეთ.