CV /რეზიუმეს შედგენის ინსტრუქცია

CV იგივე რეზიუმე პირველი შანსია დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. იგი თქვენი სავიზიტო ბარათია.

გიზიარებთ საბაზისო რჩევებს კარგი CV-ს შესადგენად.

ü რეზიუმეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და თავი აარიდეთ კლიშეებს. ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ შეცდომებსა და პუნქტუაციას.

გამოიყენეთ ფართოდ გავრცელებული ფონტი და განლაგება.

ü მოარგეთ რეზიუმე კონკრეტულ პოზიციას. არ არის საჭირო მან მოიცვას მთელი თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. აღნიშნეთ და ახსენეთ მხოლოდ ის რაც ამ კონკრეტული პოზციისთვის გჭირდებათ. ყურადღება გაამახვილეთ კონკრეტული ვაკანსიითვის საინტერესო ტრენინგებსა და სამუშაო გამოცდილებაზე.

ü თხრობა უნდა იყოს აწმყოდან წარსულისკენ. მაგალითად თუ უთითებთ სასწავლებელს პირველად ახსენეთ მაგისტრატურა და შემდეგ ბაკალავრიატი. მიუთითეთ სწავლების წლები.

ü აუცილებლად მიუთითეთ სამსახურეობრივი გამოცდილება იგივე წყობით. ჯერ აღნიშნეთ მიმდინარე პოზიცია. ასევე მოკლედ ახსენეთ ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც ასრულებთ. ყურადღება გაამახვილეთ კონკრეტული ვაკანსიითვის საინტერესო ტრენინგებსა და სამუშაო გამოცდილებაზე.

ხაზი გაუსვით თქვენს ძლიერ მხარეს დამსაქმებლის საჭიროებიდან გამომდინარე და ფოკუსი მიმართეთ იმ უნარებზე, რაც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად.

ü მიუთითეთ რომელ ენას ფლობთ, დონე და საერთაშორისო სერტიფიკატი.

ü მიუთითეთ რომელ საოფისე პროგრამებს ფლობთ, დონე და სერთიფიკატი.

· თუ ხართ სტუდენტი და არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, ხაზი გაუსვით პროექტებში მონაწილეობას და აკადემიურ მიღწევებს. ყურადღება გაამახვილეთ იმ უნარებზე, რომელიც აუცილებლად გამოგადებათ აღნიშნულ პოზიციაზე.

· დამსაქმებელთა უმრავლესობა ითხოვს რეზიუმეში ფოტოს დამატებას. ფოტო სანდოობას სძენს და აადვილებს კანდიდატის აღქმას. რეზიუმეს ფოტო უნდა იყოს აკადემიური სტილის, გადაღებული სამუშაო გარემოში ან საუკეთესო ვარიანტში 3×4-ზე ფორმატის.

· რეზიუმე იგზავნება PDF ფორმატით ( ამით დაცული იქნებით ტექნიკური ხარვეზებისგან)

· CV-ში რეკომენდატორების აღნიშვნა კარგი ტონია

· ელექტრონული ფოსტის მისამართი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამსაქმებლის განწყობის ჩამოყალიბებაში და მას ოფიციალური სახე უნდა ჰქონდეს. ძირითადად იყენებენ სახელისა და გვარის კომბინაციას. ასევე, გირჩევთ გამოიყენოთ მსოფლიოში გავრცელებული საფოსტო მისამართები Gmail; Yahoo ან თქვენი უნივერსიტეტის დაბოლოების მქონე ელ-ფოსტა.

· ელ. ფოსტით შეტყობინების გაგზავნისას თემაში (subject) მიუთითეთ პოზიცია. გაგზავნამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ CV

არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილი (თუ ამას ითხოვს დამსაქმებელი).

შეასწორეთ ნებისმიერი გრამატიკული შეცდომა და დარწმუნდით, რომ სწორად არის განლაგებული ტექსტი.

· მუდმივად განაახლე თქვენი რეზიუმე სამუშაო გამოცდილების დაგროვებასთან ერთად.

CV-ის europass ფორმა https://europa.eu/europass/eportfolio/screen/profile-wizard?lang=en