დედამიწის დღე

2021 წლის 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ინდო-ქართულმა საბჭომ ( IGRC Georgia ) სხვადასხვა ჯიშის ნერგები საჩუქრად გადასცა.

კვიპაროსისა და ჭანჭყატის 40-მდე ნერგი მედიცინის ფაკულტეტის ეზოში ინდო-ქართული საბჭოს წევრებმა და აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა დარგეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული საქმიანობის და ლანდშაფტური დიზაინის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა რამაზ კილაძემ მათ მცენარეების დარგვისა და მოვლის წესები გააცნო.

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. დედამიწის საერთაშორისო დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა.

22/04/2021