ინსულტის საერთაშორიოს დღე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრთან ერთად ინსულტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,ინსულტი და ინსულტის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები Covid-19 პანდემიის დროს”.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ირინე ფხაკაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მოამზადონ სტუდენტები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის, რათა მომავალში ისინი აქტიურად ჩაერთონ ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ხელშემწყობ პროცესებში.

კონფერენციაზე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჯანელიძემ ისაუბრა ინსულტის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე Covid-19 პანდემიის დროს, ხოლო ინსულტის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები განიხილა ნეიროქირურგმა იაკობ ცერცვაძემ; სტუდენტებს COVID-19 ნევროლოგიურ გართულებებზე ესაუბრა ნევროლოგი გიორგი გიორგიძე.

განსაკუთრებით საინტერესოდ ჩატარდა Workshop დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგების ნანა გელენიძისა და გივი ბარბაქაძის დახმარებით, სადაც სტუდენტებმა საქართველოში ინსულტის ცნობიერების ამაღლების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.

29/10/2021