შეხვედრა ტუტორებთან

2018 წლის 4 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭრისა და განვითარების სამსახურმა შეხვედრა გამართა აწსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ტუტორებთან. შეხვედრისას ტუტორები გაეცვნენ უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებს, ასევე დაიგეგმა ტუტორთა შემდგომი საქმიანობა, რაც ტუტორებს საშუალებას მისცემს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები აქტიურად ჩართონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.