სტაჟირების პროგრამა

2019 წლის 13 თებერვალს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა უმასპინძლა პროკურატურის წარმომადგენლებს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირების პროგრამასთან, საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და პროკურორის პროფესიულ როლთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.