დასაქმების ფორუმი

სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სერვისის ინიციატივით 2019 წლის 6 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებლებმა მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში. ფორუმში მონაწილეობდა რეგიონში მოქმედი 30-მდე სხვადასხვა კომპანია. სამუშაო ადგილები წარმოადგინეს სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებმა.

ფორუმის მიზანი იყო სამუშაოს მაძიებლების და დამსაქმებლების, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაკავშირება ერთმანეთთან.