პროგრამა : Work and Travel USA (იმუშავე და იმოგზაურე ამერიკაში) პრეზენტაცია.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მხარდაჭერით  2019 წლის  8 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროგრამა Work and Travel USA (იმუშავე და იმოგზაურე ამერიკაში) პრეზენტაცია.

სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ამერიკაში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ და ჩართულიყვნენ პროგრამაში. პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს ჩაუტარდათ გასაუბრება.