აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა მიხეილ ჩიქოვანმა და ბექა ჩიქოვანმა უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის შემდგომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს.
2020 წლის 8 მაისს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთვრებულებმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „ბიზნესის შეფასების მოდელები და ფინანსური ბაზრების ფსიქოლოგია“. კურსდამთავრებულთა მიერ ჩატარებულმა ტრენინგმა დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია სტუდენტებში.