შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ხელშეწყობის მიზნით 2019 წლის 17 ოქტომბერს , სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა უმასპინძლა ლიბერთი ბანკის მენეჯმენტს.

შეხვედრზე ლიბერთი ბანკის მენეჯმენტმა ექსკლუზიურად აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის წარადგინეს ვაკანსიები და განიხილეს შემდეგი შესაძლებლობები:

  • განახლებულ და თანამედროვე ტრენინგ-ცენტრში ანაზღაურებადი სწავლება;
  • სწავლების და პრაქტიკის  წარმატებით დასრულების შემდგომ დასაქმება;
  • თქვენს უნარებზე მორგებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო და ლიბერთი ბანკის ერთიან გუნდში გაწევრიანება.