ტრენინგი- ,,საკვანძო კომპეტენციები დასაქმებისათვის”.

სამუშაოს ძიების დაწყებისას თქვენ უნდა იცოდეთ ძირითადი კომპეტენციები და როგორ იყენებენ მათ დამსაქმებლები კონკრეტული როლისთვის თქვენი შესაბამისობის დასადგენად. ძირითადი კომპეტენციები წარმოადგენს იმ უნარ-ჩვევების ნაკრებს, რომლებიც თანამშრომლებს სჭირდებათ თავიანთი სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად. თქვენი განაცხადის ფარგლებში თქვენ უნდა წარმოაჩინოთ თუ როგორ აკმაყოფილებთ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ თითოეულ ძირითად კომპეტენციას.

აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მიერ 2021 წლის 19 ივნისს ჩატარდა ტრენინგი: ,,საკვანძო კომპეტენციები დასაქმებისათვის”.

ტრენინგს ჩაატარა მოწვეულმა სპიკერმა ნუგზარ კოხრეიძემ, პიროვნული განვითარების ქოუჩი, ტრენერი და ფსიქოლოგ კონსულტანტი, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” თანადამფუძნებელი.

ტრენინგი წარიმართა ინგლისურ ენაზე ონლიან ფორმატში MC Teams პლატფორით.