პირველად დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომ რთულ სიტუაციაში შევძლოთ ადამიანების დახმარება და მათი სიცოცხლის გადარჩენა.
2021 წლის 26 აპრილს ჩატარდა ვებინარი :,, პირველადი დახმარება“.ვებინარს გაუძღვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი: ქეთევან სვანიძე .
განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- ყველაზე გავრცელებული სამედიცინო ინციდენტები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები;
- პირველადი დახმარების გაწევის გზები სხვადასხვა სიტუაციის დროს.
ვებინარი გაიმართა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის” ფარგლებში.
შეხვედრა გაიმართა Microsoft Teams-ის საშუალებით.