როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმის დამზადება სხვადასხვა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: ახალი ბიზნესის დაწყება, ინვესტორის მოზიდვა, ფინანსების მოზდივა და სხვა.

რაც უფრო პროფესიონალურად არის შექმნილი ბიზნეს გეგმა, მით უფრო დიდია მის წინაშე არსებული მიზნების მიღწევის ალბათობა.
2021 წლის 20 აპრილს აწსუ-ს სტუდენტმა ხატია ხოხიაშვილმა (მენტორი, ბიზნეს კონსულტანტი და კომპანია რენეგეიდ ინვესტმენტის– ფინანსური მენეჯერი ) ისაუბრა  „Business Model Canvas“-ის შესახებ.

 Business Model Canvas – გვასწავილს გზას, როგორ შევქმნათ ერთ ფურცელზე ყველასთვის გასაგები ბიზნეს გეგმა. გვეხმარება მოვიყვანოთ ბიზნესის  ძირითადი  მამოძრავებელი ელემენტები ერთმანეთთან შესაბამისობაში.

პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
ვებინარი გაიმართა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის”ფარგლებში.