აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ შეხვედრა აწსუ-ს სტუდენტბებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“
ღონისძიებას გაუძღვა მრავალი სასწავლო კურსის ავტორი , ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი სახელმწიფო მართვაში – ოთარ ბაღათურია.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. განათლება როგორც სწავლება და როგორც განმანათლებლობა;
2. სწავლა და სწავლება როგორც ჩვენი სახეობის ექსკლუზიური ფუნქცია;
3. სამყაროს შემეცნებითი არხები;
4. ჰოლისტური ადამიანის და საზოგადოების აღზრდა;
5. კაცობრიობის ევოლუცია და ცოდნის ადამიანის ეპოქა.
ონლაინ შეხვედრა გაიმართა 2021 წლის თებერვალს
„სწავლების თანამედროვე მეთოდები“
- აპრილი 20, 2022
- 0 კომენტარი
