შეხვედრა  სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრის წარმომადგენელთან.

2021 წლის 14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრს.

შეხვედრა წარმართა  სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრის წარმომადგენელმა – ეკა ლეჟავამ, რომელმაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის სფეროების შესახებ და ასევე გააცნო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ვაკანსიები.