ვებინარი: ,,ადამიანის უფლებები  covid 19-ის პირობებში”.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2021 წლის  6 ნოემბერს, აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის ჩატარდა ვებინარი თემაზე: ადამიანის უფლებები  covid 19-ის პირობებში. ვებინარი წარმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნუნუკა დანელიამ. ვებინარმა დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია მსმენელებში.

ვებინარი გაიმართა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, “ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის” ფარგლებში.

პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია ადამიანებმა ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.


თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვებს,  შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/r/f0yb5AWm5p