იდეათონი

თუ ხარ მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტი და გინდა საკუთარ სტარტაპ იდეაზე მუშაობა, მაშინ იდეათონი სწორედ შენთვისაა.

მოკლე, ინტენსიური შეხვედრები საშუალებას მოგცემს სწორად დაგეგმო და წარმართო იდეების გენერაციის პროცესი და მოახდინო შენი სტარტაპ იდეის ფორმირება.

იდეათონის ფარგლებში ბრიტანელი და ადგილობრივი კვალიფიციური მენტორების დახმარებით დაეუფლები გუნდური მუშაობის პრინციპებს და გამოიმუშავებ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს.

იდეათონი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის “ ფარგლებში ბრიტანული Advantage Creative-ის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კრეატივ სოლუშენის (Creative Solution), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შემოქმედებითი საქართველოს (Creative Georgia) თანამშრომლობით.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

  • მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად ან გუნდურად;
  • თუმცა, პროექტის ფარგლებში აუცილებელია მოხდეს გუნდების ფორმირება.


სად გავიაროთ რეგისტრაცია?

სამუშაო ენა:

  • ქართული-ინგლისური;

(ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა)
რეგისტრაციის საბოლოო ვადა:

  • 10 მარტი;

კონტაქტი:

  • შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: miranda.kavadze@atsu.edu.ge