შეხვედრა ქართულ–ამერიკული სკოლა,, პროგრესის” წარმომადგენლებთან.

2022 წლის  5 მაისს  ჩატარდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების  შეხვედრა ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მოხდა  საინტერესო პროგრამის წარდგენა – ამერიკული საერთაშორისო სკოლისათვის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) ,რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს  აქვთ  უნიკალური შანი სრულიად უფასოდ გაიარონ მასწავლებლის მოსამზადებელი შიდა პროგრამა და გახდნენ პროგრესის მასწავლებლები.

პროექტში ჩართვა შეუძლია უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შეხვედრაზე  ასევე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  წარუდგინეს  მოქმედი ვაკანსიები.