დასაქმების ფორუმი

17 ივნისს 14:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით  ტარდება დასაქმების ფორუმი.

დასაქმების ფორუმის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისა და რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების დასაქმების   ხელშეწყობა.

ღონისძიება მოიცავს ორ ნაწილს. პირველი ნაწილი დრო: 12:00–14:00 საათი; მეორე ნაწილი:14:00–16:00 საათი.

ღონისძიების პირველი ნაწილის მიზანია: იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულზე ოპერირებულ დამსაქმებლებთან სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, შრომის ბაზრზე არსებული გამოწვევების ,სექტორთა შორის თანამშრომლობის როლის და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა  და გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში.

მეორე ნაწილის მიზანს წარმოადგენს:იმერეთის რეგიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ 40-მდე პოტენციურ დამსაქმებლს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიების შესახებ და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პირისპირ კომუნიკაციის გზით.

ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ საპატიო სტუმრები: იმერეთის რეგიონში მოღვაწე ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები და  მედიის წარმომადგენლები.

დასწრება თავისუფალია.