ვებინარი: “აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები Exactpro-სთან ერთად”

16 ივნისს, Exactpro-ს გუნდმა ჩაატარა  ვებინარი თემაზე  : “აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები Exactpro-სთან ერთად”.

 ვებინარზე სპიკერებმა განიხილეს შემდეგი თემები:

•    სვეტლანა აკოფიანი, HR მენეჯერი, როგორ დავიწყო კარიერა Exactpro-ში;

•    ეკა კაკალაშვილი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების არსი და მნიშვნელობა;

•    ვახტანგ დონაძე, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, ახალი თაობის Exactpro-ს ავტომატიზირებული ტესტირების ინსტრუმენტის მიმოხილვა.

 ვებინარი ჩატარდა ქართულ ენაზე , ასევე მოხდა მოქმედი ვაკანსიების წარდგენა.

ვებინარს ესწრებოდა   საქართველოს  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.