17 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა!
ფორუმის მიზანი იმერეთის რეგიონში სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება იყო.
ღონისძიებაში მონაწილე 50-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია წარუდგინა.
ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გახსნა.
გახსნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში, ქუთაისის მერი, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი , ქუთაისის მერის მოადგილე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმნენ.
ღონისძიებას ასევე სამთავრობო და არასამთავრობო, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.