აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებს შეხვდნენ კომპანია ,,მეიჯერელ ჯორჯიას” წარმომადგენლები. მეიჯერელ საქართველო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდთან ისეთ ინდუსტრიებში თანამშრომლობს, როგორიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია…
მეიჯერელი საქართველოს სამ ქალაქში, საერთაშორისო გუნდისა და კომპანიის უნიკალური კულტურის მეშვეობით, თითოეული გუნდის წევრისათვის წარმოუდგენელ კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის.
აღნიშნულ კომპანიას ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული და ყველა დასაქმებულ სტუდენტს სთავაზობს მათზე მორგებულ გრაფიკს, რათა შეუფერხებლად შეძლონ ლექციებზე დასწრება და სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდებზე:








