დასაქმების ფორუმი

📣 10 ნოემბერს, პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქუთაისში, სასტუმრო “ბაგრატში” (12:00-დან 15:00 საათამდე) დასაქმების ფორუმი გაიმართა.

📌 ფორუმზე 35 მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ წარმოადგინა 150-მდე ვაკანსია, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

🎯 დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.

აღნიშნული ფორუმის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით ჩაერთვნენ სხვადასხვა დასაქმების პროგრამებში.