ტრენინგი ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამების გაცნობა.“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 13:00 საათზე, 22-102 აუდიტორიაში, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა, კერძოდ, კარიერული განვითარების მიმართულებამ ჩაატარა საინფორმაციო სახის ტრენინგი ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამების გაცნობა.“ შეხვედრას გაუძღვა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, იმერეთის სერვის ცენტრის წარმომადგენელი, კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი ხათუნა ობოლაძე.