აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 15 მაისს, 15:00 საათზე, 1114 აუდიტორიაში სტუდენტთა კარიერული განვითარების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ინდივიდის როლი პროფესიული ორიენტაციის ფილოსოფიაში.” ტრენინგს უძღვებოდა აწსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი ბექა ძოწენიძე. შეხვედრამ ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტები გამოირჩეოდნენ აქტიურობით.