2023 წლის 30 მაისს ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ ჩატარდა ერთობლივი დასაქმების ფორუმი. ფორუმმა საშუალება მისცა საზღვაო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, გაეცნოთ დამსწრე აუდიტორიისთვის სექტორში მიმდინარე სიახლეები, არსებული ვაკანსიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული განვითარების მიმართულების სპეციალისტემბმა და ამავე უნივერსიტეტის საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებმა.




