პროგრამული კონსულტანტი –ქუთაისში

May 16, 2022
Application deadline closed.

Job Description

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ჟ.შარტავას 2
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
შემოსავალი: ფიქსირებულს + ბონუსი , საშუალოდ 650 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:
 მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
 მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
 Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
 მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
 გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:
 შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 სისხარტე და ოპერატიულობა;
 ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
 ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
 ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
 Apple-ის პროდუქციასთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ შეგასწავლით:
 Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
 გაყიდვების ხელოვნებას;
 კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
 უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მოტივირებაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„აიტექნიკსში“ გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს “iTechnic”-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

“iTechnics” გისურვებთ წარმატებას!