ლოჯისტიკის მენეჯერი

აპრილი 28, 2022
600 - 800/ თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

ძირითადი პირობები:

** გრაფიკი: არა სრული (30-საათიანი სამუშაო კვირა)
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** ანაზღაურება: 600-800 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი: აღმაშენებლის N20; ბათუმი: აბუსერიძის ქ. N11ა
** ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო საქმიანობას, ზედამხედველობს სკოლის ქონებას;
** ორგანიზებას უწევს სკოლის შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესებს (შენობის შიდა და გარე პერიმეტრი, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული საოფისე ფართები და სხვა);
** პასუხისმგებელია სკოლის ქონებაზე: ავეჯზე, ინვენტარსა და სხვა მატერიალურ აქტივებზე;
** სკოლის თანამშრომლებს უზრუნველყოფს საკანცელარიო და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთებით/მასალებით;
** უზრუნველყოფს სკოლის მომარაგებას საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით;
** უზრუნველყოფს სკოლის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის, სხვადასხვა სასკოლო აქტივობების დასაწყებად;
** ახორციელებს სკოლის შენობის, სასწავლო კაბინეტების, სპორტული დარბაზის და სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
** ხელმძღვანელობს სკოლის ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;
** ატარებს და ორგანიზებას უწევს ყოველწლიური ინვენტარიზაციის პროცესებს;
** უზრუნველყოფს სკოლის შენობა-ნაგებობების, ცენტრალური გათბობის სისტემის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაცვასა და სკოლაში სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვას;
** ახორციელებს დაცვის ტექნიკური საშუალებების (ვიდეომეთვალყურეობის და სასიგნალიზაციო) ფუნქციონირების მონიტორინგს;
** ვალდებულია სკოლის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის, შენობა- ნაგებობების და სათავსების მოვლა-პატრონობაზე, საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მდგომარეობისა და გამართულობის უზრუნველყოფაზე;
** ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დამხმარე პერსონალის სამუშაოებს;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს სკოლის სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებების დროულ და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით;
** კონტროლს უწევს სკოლის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;
** საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სკოლის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას;
** კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ტრანსპორტირების პროცესს;
** შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.