გერმანული ენის მასწავლებელი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესი თავის გუნდში იწვევს გერმანული ენის მცოდნე განვითარებაზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ახალ წევრს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება გოეთეს საერთაშორისო გამოცდებისათვის მსმენელების მომზადებაში.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და თქვენზე მორგებულ გრაფიკს. ასევე, მეგობრულ და პროგრესულ გარემოს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა მოახდინოთ თქვენი უნარების სრულიად რეალიზება.
კანდიდატს სასურველია ქონდეს გოეთეს საერთაშორისო სერთიფიკატი (GOETHE-ZERTIFIKAT- B2 დონე).

საჭირო სასწავლო მასალითა და მეთოდოლოგიური ლიტერატურით მასწავლებელს უზრუნველყოფს სკოლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გერმანულ ენაზე სწავლების გამოცდილება.

სასურველია:

** გოეთეს საერთაშორისო სერთიფიკატი B2 დონე.
** აკადემიურ სფეროში, კერძოდ მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** ანაზღაურება ჯგუფში ერთ მსმენელზე თვეში: 80 ლარი ხელზე ასაღები (5-6 მსმენელი ჯგუფში);
** შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.