ესპანურის მასწავლებელი

აპრილი 13, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სკოლა “პროგრესი” ეძებს მასწავლებელთა გუნდის ახალ წევრს “ესპანურის მასწავლებლის” პოზიციაზე დროებით მოვალეობის შემცვლელად.

ფუნქციები და მოვალეობები:

• თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკული სწავლებას;
• მაქისმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;
• სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;
• ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;
• იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
• იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;
• იცავსსკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
• სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

o პროგრესის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელს ქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის გამართული უნარი და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული
o ვაკანსიის რაოდენობა: 1
o ენების ფლობა:
ქართული – მშობლიური;
ესპანური – ძალიან კარგად;
სასურველია ინგლისური ენის ფლობაც.

ამავდროულად:

• იყოს სერთიფიცირებული პედაგოგი ან ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
• ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);
• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
• ჰქონდეს შესაბამის დარგში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
• თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

პირობები:
• განიზაზღვრება პიროვნების დასაქმება დროებით მოვალეობის შემცვლელად 2 თვით – მ/წლის მაისსა და ივნისში; ურთიერთშეთანხმებით შესაძლოა მოხდეს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება მომდევნო აკადემიური წლიდან;
• ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით და მზარდია მიღწეული შედეგების შესაბამისად;
• შერჩეული კანდიდატებთან დამატებით შესარჩევ ეტაპებს (საჩვენებელი გაკვეთილი, დამატებითი გასაუბრება თუ სხვა) განსაზღვრავს სკოლის შერჩევის პროცედურაზე პასუხისმგებელი პირი/პირები;

• დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ავსებენ აპლიკაციას;
• ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს;
• კითხვარის შევსებითა და გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას, კითხვარში ასახული მისი პერსონალური მონაცემი გამოყენებულ იქნას შესაბამისი საჭიროებისთვის;
https://docs.google.com/forms/d/1o3GAFxl2tP2q1NSyA8pR2kXmKh5Vg-VyIP8Z9ncKkkw/viewform?edit_requested=true