მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელი –თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

აპრილი 13, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სკოლა “პროგრესი” ეძებს მასწავლებელთა გუნდის ახალ წევრებს “როგორც მუსიკის, ასევე ხელოვნების მასწავლებლის” პოზიციებზე

ფუნქციები და მოვალეობები:

• თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკული სწავლებას;
• მაქისმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;
• სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;
• ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;
• იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
• იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;
• იცავსსკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
• სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

o პროგრესის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელს ქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის გამართული უნარი და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული
o ვაკანსიის რაოდენობა: 2 (1 ვაკანსია მუსიკის მასწავლებელი, 1 ვაკანსია ხელოვნების მასწავლებელი)
o ენების ფლობა:
ქართული – მშობლიური,
სასურველია ინგლისური ენის ფლობაც.

ამავდროულად:

• იყოს სერთიფიცირებული პედაგოგი ან ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
• ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);
• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
• ჰქონდეს შესაბამის დარგში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
• თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

პირობები:
• ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით და მზარდია მიღწეული შედეგების შესაბამისად;
• შერჩეული კანდიდატებთან დამატებით შესარჩევ ეტაპებს (საჩვენებელი გაკვეთილი, დამატებითი გასაუბრება თუ სხვა) განსაზღვრავს სკოლის შერჩევის პროცედურაზე პასუხისმგებელი პირი/პირები;

• დაინტერესებული კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ავსებენ აპლიკაციას;
• ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს;
• კითხვარის შევსებითა და გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას, კითხვარში ასახული მისი პერსონალური მონაცემი გამოყენებულ იქნას შესაბამისი საჭიროებისთვის;
https://docs.google.com/forms/d/1ReNesTa6_LIOWamgVYRKt69zGvQ5fr6eIhCH8TcBc5s/viewform?edit_requested=true