Სამსახურის აღწერა
შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესი თავის გუნდში იწვევს ინგლისური ენის მცოდნე განვითარებაზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ახალ წევრებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება IELTS-ის და TOEFL-ის გამოცდებისათვის მსმენელების მომზადებაში.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და თქვენზე მორგებულ გრაფიკს. ასევე, მეგობრულ და პროგრესულ გარემოს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა მოახდინოთ თქვენი უნარების სრულიად რეალიზება.
კანდიდატს სასურველია ჰქონდეს IELTS-ის ან/და TOEFL-ის სერთიფიკატი.
საჭირო სასწავლო მასალითა და მეთოდოლოგიური ლიტერატურით მასწავლებელს უზრუნველყოფს სკოლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება.
სასურველია:
** აკადემიურ სფეროში, კერძოდ მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება;
** IELTS-ის ან/და TOEFL-ის სერთიფიკატი;
** თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** ანაზღაურება ჯგუფში ერთ მსმენელზე: 100 ლარი ხელზე ასაღები (6-8 მსმენელი ჯგუფში);
** შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.