ვიდეო-მონიტორინგის ოპერატორი – ქუთაისი

ივლისი 14, 2022
განაცხადის დასრულება: აგვისტო 12, 2022
განაცხადი

Სამსახურის აღწერა

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი “გორგია” აცხადებს ვაკანსიას ვიდეო-მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მატერიალური ფასეულობების დაცვა;
** თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება;
** სალაროს მკაცრი კონტროლი;
** ვიდეო-მონიტორინგით მომხმარებლების კონტროლი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა და აღმოფხვრა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა “გორგიას” ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!