დიჯითალ კონსულტანტი – თბილისი

სექტემბერი 19, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

დიჯითალ კონსულტანტის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

შენ, როგორც დიჯითალ კონსულტანტი:

გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს
მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე მოახდენ მათ გადამისამართებას შესაბამის არხში
კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება
დაეხმარები მომხმარებლებს სწრაფი გადახდის ტერმინალით გადახდებში
აუცილებელობის შემთხვევაში შეასრულებ სხვა საქმიანობებს

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.