მოლარე (სარეზერვო თანამშრომელი) – თბილისი

სექტემბერი 19, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

მოლარის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

შენ, როგორც მოლარე :

გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს
შეასრულებ ნაღდი ფულის შესავლის და გასავლის ოპერაციებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
შეასრულებ ნაღდი კონვერტაციის ოპერაციებს
აწარმოებ ვალუტის ამოცნობის ოპერაციებს
მიიღებ დაზიანებულ ვალუტას შესაბამისი პროცედურის დაცვით

სასურველი კვალიფიკაცია:
იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.