Სამსახურის აღწერა
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ახალი კლიენტის შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
დავალიანების მქონე კლიენტების სიის გენერირება და მათთან თანხების ჩარიცხვის შესახებ კომუნიკაცია;
კომპანიის კლიენტებთან დავალიანების გადახდის გრაფიკის შეთანხმება/შეცვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
დავალიანების მქონე კლიენტებისაგან გადახდილი სადაზღვევო პრემიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
დამუშავებული ინფორმაციის სრული პროგრამული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსური მიმართულებით);
ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
კარგი კომუნიკაციის უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განაცხადის გაგზავნა