Job Description
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
სადაზღვევო ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;
პოტენციური იურიდიული კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
კლიენტებისაგან სადაზღვევო ურთიერთობის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის დროულად მომზადება;
არსებულ კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
კარგი კომუნიკაციის უნარი;
მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.