პერსონალური ექიმის ასისტენტი

ივნისი 3, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაო ადგილმდებარეობა: “იმედი L” – ის პროვაიდერი კლინიკა

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 09:00-18:00;

შაბათი 10:00-14:00.
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
დანიშნულების და მიმართვების გაცემა;
დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
საგარანტიო წერილების და ისტორიების პროგრამული ასახვა;
პაციენტისათვის სხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სამედიცინო განათლება;
სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან/და მუშაობის გამოცდილება;
MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

განაცხადის გაგზავნა