ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

ივნისი 3, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების და მომხმარებლების მომსახურების მიღების გარემოს/ადგილის მონიტორინგი;
შეფასების პროცესის უზრუნველყოფა მონიტორინგისთვის შემუშავებული სქემების გამოყენებით;
სხვადასხვა ტიპის კვლევების განხორციელება/კვლევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
მონაცემთა შეკრება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
საჭიროების შემთხვევაში, მიღებული სერვისით უკმაყოფილო მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია;
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შესახებ რეპორტის მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გაცნობა/პრეზენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება; სასურველია სოციალური მეცნიერებების ან/და მარკეტინგის მიმართულებით;
სასურველია ხარისხის უზრუნველყოფის ან/და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
ინგლისური ენის ცოდნა;
MS Office პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
დეტალური ანალიზის და შეფასების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.