დოკუმენტაციის მენეჯერი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

შპს “ავერსი-ფარმა” აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის მენეჯერის პოზიციაზე (ხარისხის მართვის დეპარტამენტში):

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება
დოკუმენტაციის მართვის შესაბამისი კვალიფიკაცია
სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება
რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა.
დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
ბიზნესისადმი ერთგულება; დისციპლინირებულობა
ანალიტიკური უნარი; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა

ძირითადი მოვალეობები:

ISO 9001, GDP და GSP ის სტანდარტების მოთხოვნების დამუშავება, ნებისმიერი ცვლილების ანალიზი; ამ ცვლილებების გათვალისწინებისა და დროულად დანერგვის უზრუნველყოფა.
შიდა დოკუმენტების პროექტების ISO 9001, GDP და GSP სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა, მათი ასლების დროული და სწორი განაწილება.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სავალდებულო დოკუმენტირებული პროცედურების შედგენა, გაფორმება, რეგისტრაცია, გავრცელება.
ახალი, შიდა დოკუმენტების შექმნის პროცესის მართვა:;
დოკუმენტის სამუშაო ფორმის შეთანხმება შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან.
თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა, დამტკიცება და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა.
შიდა და გარე აუდიტორებისათვის, ინსპექტორებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის თარგმნა უცხოელი აუდიტორებისათვის. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის პროცესში მონაწილეობა. და ა.შ,
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.06.2022 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

https://www.aversi.ge/ka/vacancy/521