ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

კომპანია “მეგალაბი” აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის პოზიციაზე ქ.ქუთაისში.

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების შესრულება;
** ლაბორატორიაში სახარჯ მასალებსა და რეაგენტებზე მეთვალყურეობა;
** ლაბორატორიული სამედიცინო აპარატების მოვლის პროცედურების დაცვა;
** შიდა ლაბორატორიულ შეხვედებსა და კონფერენციებზე დასწრება/მონაწილეობა;
** საინფორმაციო პრეზენტაციების მომზადება;
** განყოფილების უფროსისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება ლაბორატორიაში წარმოშობილი პრობლემის თუ გადასაჭრელი საკითხების შესახებ;
** ლაბორატორიაში სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლაბორატორიული მედიცინის სახელმწიფო სერთიფიკატი;
** ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** პაციენტზე/ მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურება;
** მტკიცებულებებზე ორიენტაცია.

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
შაბათი: 09:00-14:00

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

“მეგალაბი” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

“მეგალაბში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “მეგალაბის” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.