უმცროსი სესხის ოფიცერი – ზემო იმერეთი

ივლისი 14, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სს “კრედო ბანკი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სესხის ოფიცრის თანამდებობაზე ზემო იმერეთში.

სამუშაო ადგილი: ამბროლაური, ბაღდათი, ჭიათურა, ხარაგაული, საჩხერე, თერჯოლა,
ცაგერი, ზესტაფონი

“კრედო ბანკი” 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორატიული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცრის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
** მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: “უმცროსი სესხის ოფიცერი ბორჯომში”

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.