საცალო და ციფრული პროდუქტ. გაყიდვების რეგ. მენეჯერი – აჭარა, გურია

სექტემბერი 5, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სს “კრედო ბანკი” აცხადებს ვაკანსიას საცალო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო არეალი: აჭარა-გურიის რეგიონი

“კრედო ბანკი” 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 81 ფილიალით არის წარმოდგენილი.

#გახდიკრედოელი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული ტრენინგებს.

პოზიციის მიზანი:

რეგიონული ციფრული და საცალო პროდუქტების გაყიდვების რეგიონული მენეჯერი პასუხისმგებელია სს “კრედო ბანკის” დადგენილი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** რეგიონულ ჭრილში საცალო და ციფრული პროდუქტების მომსახურების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** რეგიონულ მენეჯერთან შეთანხმებით, რეგიონულ ჭრილში საცალო და ციფრული მომსახურების სტრატეგიის განხორციელების უზრუნველყოფა, პროდუქტების მომსახურების და გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** ფილიალებსა და სერვისცენტრებში გაყიდვების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება;
** რეგიონულ ჭრილში ფილიალებისა და საცალო სერვისცენტრების გეგმების შესრულების კონტროლი და მხარდაჭერა; შედეგების შეჯამება; რეპორტინგის წარმოება და გაანალიზება უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომსახურებაზე და გაყიდვებზე პასუხისმგებელი თანამშრომლების წამახალისებელი სქემების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** პასუხისმგებლობაში მქონე ფილიალებისა და საცალო სერვისცენტრების საცალო და ციფრული პროდუქტების მომსახურებაში, გაყიდვებში ჩართული პერსონალის კომპეტენციისა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ქოუჩინგი/განვითარების გეგმის შემუშავება და განვითარებაზე ზრუნვა, მათი შეფასების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურებაში / გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების მუშაობის შემოწმება, შედეგების ანალიზი და ხარვეზების გამოსწორების კოორდინაცია;
** ფილიალებისა და საცალო სერვისცენტრების პოტენციალის განსაზღვრა და კლიენტების საჭიროებების დადგენა;
** საცალო და ციფრული პროდუქტების კლიენტების მოზიდვისა და გააქტიურების პროცესში ჩართულობა;
** არსებული/ახალი საცალო და ციფრული პროდუქტების მომსახურების მიწოდებისა და აქტიური გაყიდვის მეთოდების სქემების შექმნაში მონაწილეობა, მათ გაუმჯობესებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** რეგიონული საოპერაციო გეგმებისა და სტრატეგიული ბიზნეს გეგმების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** კლიენტების პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი და მათ მოგვარებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის შემუშავება და შესაბამისი პერიოდულობით რეგიონული მენეჯერისთვის მოწოდება;
** საკრედიტო და არასაკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების, ცოდნა და დაცვა;
** კლიენტების პერსონალური მონაცემების ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე;
** საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
** საბანკო და საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ეფექტური წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულად და ინგლისურად;
** სხვა თანამშრომლების სწავლებისა და კოორდინაციის უნარი;
** გუნდურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დინამიკურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია

განცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი 2022 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.