Სამსახურის აღწერა
სს “კრედო ბანკი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქედა, ხულო, ჩოხატაური, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, ბათუმი, ოზურგეთი, ქობულეთი
“კრედო ბანკი” 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორაციული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
#გახდიკრედოელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცრის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
** მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: უმცროსი სესხის ოფიცერი ხულოში”.
განცხადების მიღების ვადა: 30 მაისი, 2022 წ