განვადების ოფიცერი – ქუთაისი

ივნისი 16, 2022
განაცხადის დასრულება: ივლისი 14, 2022
განაცხადი

Სამსახურის აღწერა

ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განვადების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
“კრედო ბანკი” აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

“კრედო ბანკი” 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ტრენინგები.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

1) ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.

2) სპეციფიკური:

** კრედოს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევა;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და განვადების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური
** განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტების გზით.
** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
** გუნდში ნაყოფიერი მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სასურველი ქალაქის მითითებით – მაგ: “განვადების ოფიცერი, ქუთაისში”.

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი