დაზღვევის აგენტი – ქუთაისი

აპრილი 20, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სს “კრედო ბანკი” აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის აგენტის პოზიციაზე ქუთაისში.

“კრედო ბანკი” 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

თანამდებობის მიზანი:

სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების აგენტის მთავარი მიზანია სს “კრედო ბანკის” (კრედოს) სადაზღვევო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტურად გაყიდვა და პრომოუშენი

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.

სპეციფიკური:

** საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
** კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კრედოს სადაზღვევო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი კრედოს ფილიალის სამოქმედო არეალში
** კრედოს სადაზღვევო განაცხადის შევსება, წესების სრული დაცვით;
** კრედოს პროცედურის გათვალისწინებითა და დაცვით დაზღვევის გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება;
** კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში, ზუსტი და უტყუარი მონაცემებით;
** სადაზღვევო პროდუქტის გაცემისთვის დოკუმენტების უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული წესების დაცვით;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიისა და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კრედოს სადაზღვევო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** კრედოს ჩაცმის კოდექსის დაცვა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.)

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 25 აპრილი