პერსონალის შერჩევის ასისტენტი – რეგიონები

ოქტომბერი 5, 2022
განაცხადის მიღების ბოლო ვადა დაიხურა.

Სამსახურის აღწერა

სს “კრედო ბანკი” 24 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოში 79 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი.

გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს პერსონალის შერჩევის ასისტენტის პოზიციაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგები.

პოზიციის მიზანი: რეგიონის მასშტაბით შერჩევის განყოფილების დროული და ხარისხიანი მხარდაჭერა დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონის მასშტაბით პოტენციური კანდიდატების მოსაზიდად დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა, შეხვედრების ორგანიზება, სტუდენტებისთვის დასაქმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ საველე ღონისძიებებში მონაწილეობა და კრედოს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** გასაუბრებისთვის აპლიკანტთა სიების მომზადება;
** აპლიკანტებთან სატელეფონო/პირისპირ და SMS სერვისით კომუნიკაცია, მათი გასაუბრებაზე მოწვევა და ტესტირებებზე მოწვევა;
** გასაუბრებებისთვის საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა;
** შერჩეული კანდიდატების კრედოს ოფისებში გამოძახება პროცედურების ზედმიწევნით დაცვით;
** დროული რეაგირება ყველა მიღებულ ელ-შეტყობინებაზე.
** დამატებითი დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებით.

ცოდნა, გამოცდილება, უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** დავალებების ეფექტურად დაპრიორიტეტების უნარი;
** მოტივაციის და განვითარების ძლიერი სურვილი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია შესაბამის ბმულზე:

შერჩევის განყოფილების ასისტენტი აღმოსავლეთ საქართველოში
შერჩევის განყოფილების ასისტენტი დასავლეთ საქართველოში

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 ოქტომბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.